საზოგადოება

საპოლიციო კონტროლის შედეგად 1,5 კილოგრამი ტროტილი ამოიღეს

21.06.16 19:40


საქართველოში მორიგი შემოწმების მსვლელობისას, რომელიც 16-18 ივნისს ჩატარდა, პოლიციამ 1,5 კილოგრამი ტროტილი ამოიღო, აღნიშნულია შსს-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სულ პოლიციამ 1,6 ათასზე მეტი დარღვევა გამოავლინა. აქედან 182 სისხლის სამართლის დანაშაული იყო, დანარჩენი — ადმინისტრაციული.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასთან არის დაკავშირებული (61 შემთხვევა).

სამი დღის განმავლობაში პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 6 ავტომატი, 4 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 2 საფანტის პისტოლეტი, 3 შაშხანა, 15 გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 სანადირო თოფი, 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 4 ყუმბარმტყორცნი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ყუმბარმტყორცნის 36 ჭურვი, 2 ნაღმმტყორცნი, 14 ამფეთქი ფალია, 71 ხელყუმბარა, 6 კაფსულ-დეტონატორი, 4037 ვაზნა და 1,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება (21 ფაქტი).

პოლიციამ ამოიღო: 19 აბი ფსიქორტოპული მედიკამენტი, 7 აბი „დიფენოქსილატი“, 109 ძირი კანაფი, 7 შეკვრა მარიხუანა, 2 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა „სუბუტექსი“, 1 შეკვრა ოპიუმი, 49 აბი „ტრამადოლი“, 50 აბი „ფსევდოეფედრინი“, 1 შეკვრა ყაყაჩოს თესლი.

გარდა ამისა, პოლიციამ შემამსუბუქებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ერთი ფაქტი დაადგინა.

სამი დღის განმავლობაში დააკავეს ერთი ძებნილი პირი, ასევე გაიხსნა ყაჩაღური თავდასხმის, ძარცვის მცდელობისა და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის თითო ფაქტი.

დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1450 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების 49 ფაქტი, წვრილმანი ხულიგნობის 17 ფაქტი, დაუმორჩილებლობის 32 ფაქტი, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის 16 ფაქტი.

შემოწმების დროს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დააკავეს 26 ადამიანი, ხოლო ადმინისტრაციული დარღვევისთვის — 53.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საპოლიციო კონტროლი საქართველოში რეგულარულად ტარდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები