პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ყველას ვურჩევ, რომ კვლევებიდან რეალური დასკვნები გააკეთოს

20.10.17 17:35


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არის აბსოლუტურად გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემო. ასე ეხმაურება მდინარაძე არასამთავრობო სექტორის მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ კვლევებს წინასაარჩევნოდ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ საკმაოდ კრიტიკულ კვლევებს თუ დააკვირდებით, იქ ძალიან ზოგადი მონაცემებია მოტანილი. საქართველოში არის აბსოლუტურად გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემო, მსგავსი საკითხები რეგულირდება აბსოლუტურად გამჭვირვალედ. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და გასაკვირი არ უნდა იყოს ბევრი შემომწირველის რაოდენობაც კი. აქედან გამომდინარე, მე ყველას ვურჩევ, რომ რეალური დასკვნები გააკეთოს მსგავსი თუნდაც განცხადებებიდან და კვლევებიდან“, - განაცხადა მდინარაძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები