პოლიტიკა

თამაზ მეჭიაური - თიანეთის მერიის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, გასუფთავებული დამხვდა

14.11.17 17:00


ბიუჯეტი ფაქტობრივად გასუფთავებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, რომელიც მერის თანამდებობაზე საქმიანობას გუშინ შეუდგა.

როგორც თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, მას სხვადასხვა პრობლემა დახვდა, მათ შორის კი ყველაზე თვალსაჩინოა, წინასწარ ათვისებული თანხები და მერიის ავტოტრანსპორტის საგანგაშო მდგომარეობა.

„სოციალური დახმარებებისთვის გათვალისწინებული თანხები მთლიანად ათვისებულია. ასევე პრაქტიკულად, დახარჯულია კულტურული ღონისძიებებისთვის, მათ შორის, საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო თანხები. ასევე, მთლიანად ათვისებულია წარმომადგენლობითი ხარჯები. ავტოტრანსპორტი კატასტროფულ მდგომარეობაშია და საექსპლუატაციოდ ფაქტობრივად, უვარგისია“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთის არჩეული მერი სტრუქტურულ რეორგანიზაციას გეგმავს, რაშიც დახმარებისთვის არასამთავრობო სექტორს მიმართავს.

„ვაპირებ რეორგანიზაციის დაწყებას, რომელიც გულისხმობს სტრუქტურულ სრულყოფას და შემდეგ უკვე საკონსკურსო წესით დაკომპლექტებას. გუშინ მოვუწოდე მედიას და არასამთავრობო სექტორს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და მიიღოს მონაწილეობა როგორც სტრუქტურის შედგენის, ასევე კონკურსის ჩატარების დროს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაურმა თიანეთის მერის არჩევნებში 1 ხმით გაიმარჯვა. მას მეტოქეობას „ქართული ოცნების“ კანდიდატი უწევდა.






წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები