პოლიტიკა

"საქართველოს მთავარი პრობლემა რუსეთია"

17.11.17 21:15


პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილ კოდა-ჭვრინისის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გამოეხმაურა.

"საქართველოს მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის რუსეთი და მისი დესტრუქციული ქმედებები, რომლებსაც მოსკოვი არ წყვეტს და სხვადასხვა ტემპით და ინტენსივობით აგრძელებს. ყველამ კარგად ვიცით პასუხი ამაზე რა შეიძლება იყოს და ჩვენნაირი ქვეყანა როგორ უნდა მოიქცეს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურების მხრივ მუშაობა, სხვა იარაღი ჩვენს ქვეყანას არ აქვს. რუსეთი რჩება ისეთივე დესტრუქციულ ქვეყნად, როგორიც აქამდე იყო."- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კოდა-ჭვრინისის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ კოდას თავზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი დამონტაჟდა.

გუშინ, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება. მათვე დაადასტურეს ინფორმაცია ჭვრინისი-კოდას მონაკვეთზე მავთულხლართების გავლების შესახებ.





წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები