საზოგადოება

მერია ზამთრის სეზონისთვის 3500 ტონა ტექნიკურ მარილს შეიძენს

21.11.17 20:15


თბილისში, ზამთრის სეზონისთვის 3500 ტონა ტექნიკურ მარილს შეიძენენ, – ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ ჟურნალისტებს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ჯღარკავამ აღნიშნა, დედაქალაქი ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება.

„ჩვენ შევიძინეთ ტექნიკური მარილი, რომლის შემოტანაც ახლაც მიმდინარეობს. ასევე გვაქვს წინა წლის მარაგი. აღჭურვილები ვართ ტექნიკური საშუალებებით. დაახლოებით, 17 მარილმომყრელი მზად არის სეზონისთვის. ვფიქრობთ, რომ ზამთარს მომზადებული შევხვდებით, ისე, როგორც საჭიროა. მთელი ამ ხნის მანძილზე პრობლემა არ ყოფილა“, – განაცხადა ჯღარკავამ.

დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ შენობა და ტექნიკა დაათვალიერა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები