საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

23.11.17 14:40


სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 670-მდე ბავშვი გახდება. ამ დროისთვის უწმინდესს უკვე 33 236 ნათლული ჰყავს. ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცემათ, ნათლობის დასრულების შემდეგ კი, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მიბრძანდება, შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები