საზოგადოება

საქართველოს შიდა ტურიზმი - დასახელდა პოპულარული მიმართულებები

15.12.17 15:30


2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შიდა ტურიზმის ყველაზე პოპულარულ მიმართულებად თბილისი დასახელდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") განცხადებაში.

ყოველთვიურად თბილისს საშუალოდ რეგიონის 620,8 ათასი მცხოვრები სტუმრობს, რაც 3,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე — საშუალოდ 786,2 ათასი ვიზიტორი (+0,9%) იყო.

შიდა ტურიზმის მიმართულებით პოპულარულობის მიხედვით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, თუმცა, წელს შემცირება ფიქსირდება. კერძოდ, იყო 498,6 ათასი ვიზიტორი (-9%) და 602,2 ათასი ვიზიტი (-13%).

ლიდერთა სამეულშია აჭარა. იანვარ-სექტემბრის პერიოდში შავიზღვისპირეთს ყოველთვიურად სტუმრობდა 183,5 ათასი ადამიანი (+43%). ვიზიტები იყო 413,9 ათასი (+10).




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები