პოლიტიკა
15.12.17 22:00
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებსა და მიდგომებზე იმსჯელეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, სადაც აკადემიის წევრ მეცნიერებს მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიული ხედვა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გააცნო.
გიორგი ხანიშვილმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებზე, მიღებულ შედეგსა და სამომავლო გეგმებზე. ხაზგასმით აღინიშნა სამეცნიერო წრეების ჩართულობის მნიშვნელობა. ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს მეცნიერებთან.
„საინტერესო შეხვედრა გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.
საქართველოს აგრარული სექტორი რთული გამოწვევის წინაშე დგას. მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა - სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, თავად მოსახლეობის მონაწილეობა არის უმნიშვნელოვანესი. სახელმწიფო შემუშავებული სტრატეგიული ხედვის შესაბამისად გააგრძელებს მასშტაბურ ღონისძიებებს, მონიტორინგს და საინფორმაციო კამპანიას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ შეხვედრას აკადემიის წევრი მეცნიერები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის, ბიზნესსექტორის, ასოციაციების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაიმართა დისკუსია.
მავნებელთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრები შემდგომშიც გაგრძელდება.
2017 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ 110 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იყო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტიანია.
პრეპარატი 90-იანი წლებიდან არის რეგისტრირებული და გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2010 წლიდან რეგისტრირებულია საქართველოში. სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი მასიურად არის გავრცელებული, დაახლოებით 230 ათას ოჯახს პრეპარატები, ფერომონები და საინფორმაციო მასალები უსასყიდლოდ გადაეცა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, REAP-ის მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა. შეიქმნა მავნებლის მონიტორინგის სისტემა.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24