პოლიტიკა

„2018 წელს პრიორიტეტული სატრანსპორტო სისტემის განვითარება და დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება“

10.01.18 15:15


2018 წლის ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, პრიორიტეტული დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის გეგმებში მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შედის, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გახდეს.

„გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, რომლებიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ვიცით, რომ ამ მიმიმართულებით, სერიოზული უკმაყოფილებაა და საცობების თვალსაზრისით პრობლემაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გასული წლის ბოლოს, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები და იქ არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რესტავრაცია დაიწყო.

„წელსაც, 62 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომ ისტორიული უბნების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ამ პროცესში პრიორიტეტული ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება იქნება. წელსვე, დაგეგმილი გვაქვს გუდიაშვილის მოედნის, მშრალი ხიდის და მისი მიმდებარე ტერიტორიის – 9 მარტის ბაღის სრული რეაბილიტაციაც. მგონია, რომ ზოგადად, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის, ამ ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია და რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები