პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება

12.01.18 19:00


პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები გიორგი მარგველაშვილისგან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვს.

"შეცვლილია საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, მივაწოდოთ მას ჩვენი მოსაზრებები. გვაინტერესებს, რას აპირებს პრეზიდენტი - დაადებს თუ არა ვეტოს ამ კანონპროექტს, კონკრეტულად რა შენიშვნები ექნება, იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველა პუნქტი მიუღებელია და ვფიქრობთ, ეს ცვლილებები დააზიანებს მედიაგარემოს", - განაცხადა მედიაექსპერტმა ნატა ძველიშვილმა.

მან სამი ძირითადი საკითხი გამოყო, რომელიც ყველაზე მიუღებელია კანონპროექტში, ესენია: საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვების საერთო სისტემიდან გასვლა, კომერციული რეკლამიდან შემოსავლის გაზრდის უფლება და სტარტაპების საკითხი.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რაზეც კერძო ტელევიზიები პრეზიდენტისგან ვეტოს გამოყენებას ითხოვენ, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები