პოლიტიკა
12.01.18 19:15
დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის სხდომაზე განხილულ სხვადასხვა საკითხს შორის, საქართველოს შესახებაც იმსჯელეს.
კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა, უიმბლდონის ლორდმა აჰმადმა, ბრიუსელში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხსა და ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონებში რუსული ინტერვენციის გამყარების წინააღმდეგ საერთაშორისო გავლენის გამოყენებას განაგრძობს. ამ მხრივ, სახელმწიფო მინისტრის თქმით, ბრიტანეთის ასევე განაგრძობს ჟენევის ფორმატის მხარდაჭერას.
„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას და ძალისხმევას თავად საქართველოში კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით: მაგალითად, დემოკრატიის განმტკიცება და გაძლიერება, ჩვენი დიდი სურვილია საქართველოში დემოკრატიის მდგრადობის უზრუნველყოფა, რასაც ემსახურება ჩვენი დაფინანსება (დაახლოებით 5.5 მილიონი). ჩვენ, რუსეთთან ურთიერთობებში და სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში, ევროკავშირის ჩათვლით, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მთლიანობას. ჩვენ ვმუშაობთ არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმაზე, არამედ თავად საქართველოში მდგრადი დემოკრატიის მშენებლობაზე.“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მხარი დაუჭირა გაეროს 2 რეზოლუციას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ, შეუერთდა ეუთოს განცხადებას რუსეთის სამხედრო აქტიურობის შეწყვეტის შესახებ, დააფინანსა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრი ექსპერტები და წვლილი შეიტანა ნატოს და სხვათა საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და რუსეთის წნეხის წინააღმდეგ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24