პოლიტიკა

„ჩვენი ამოცანაა, სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 4%-ის ფარგლებში იყოს“ - ფინანსთა მინისტრი

19.01.18 19:00


საჯარო უწყებებში ოპტიმიზაციის პროცესის შესახებ საუბრისას ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ უწყებების ხელმძღვანელებს აქვთ დრო, რომ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურები შექმნან და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტულ პარამეტრებზე საუბარი:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელფასო შემადგენელ ნაწილზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შევადაროთ მთლიან შიდა პროდუქტს. 2016 წლის მონაცემებით, სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენდა 5.2%-ს, 2017 წელს ჩვენ შევძელით და ეს პარამეტრი ჩამოვწიეთ 4.4%-მდე. წელს გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური ამოცანა, რომ 4%-ის ფარგლებში იყოს ეს მაჩვენებელი. შესაბამისად, უწყებებსაც აქვს აღნიშნული პარამეტრი მიცემული და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლის დასაწყისში, როდესაც შევიკრიბებით, ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება კიდევ უფრო მეტი პროგრესი. როგორც პრემიერმა პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების დროს აღნიშნა, უწყებების ხელმძღვანელებს აქვთ დრო, რომ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურები შექმნან და უკვე ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ პარამეტრებზე, თუმცა რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ამოცანაა, რომ სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს 4%-ის ფარგლებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები