პოლიტიკა

თიანეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

22.01.18 20:05


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

მისი განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ დღეს ეს შედეგი დადგებოდა. ამასთან, თიანეთის მერის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ფაქტობრივად, ერთხმად მოხდა.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა მერიის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხიც.

როგორც თიანეთის მერმა აღნიშნა, ბიუჯეტის სახსრები სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორისაა, საბავშვო ბაღების როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე კვების კუთხით გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე ტრანსპორტი, გარე განათება, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.

როგორც ცნობილია, თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ორჯერ იყო დაწუნებული, რასაც თამაზ მეჭიაური „ხელოვნურად მართულს“ უწოდებდა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები