საზოგადოება

ბათუმში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველო განთავსდება

28.06.16 21:55


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რეგიონული სამმართველოებისათვის ახალი ოფისების მშენებლობას განაგრძობს. ამ ეტაპზე დაგეგმილია ახალი ოფისის მშენებლობა ქალაქ ბათუმში, სადაც აჭარის სამმართველო განთავსდება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის დაჩქარებულ ვადებში განხორციელების მიზნით, უახლოეს დღეებში დაიწყება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

კერძოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე, დეპარტამენტს უფლება მიეცა შესყიდვა ნაცვლად ელექტრონული ტენდერისა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერით, რაც დეპარტამენტს საშუალებას მისცემს რეგიონული სამმართველოების შენობების განახლება/აშენების პროცესი დაჩქარებულ ვადებში განახორციელოს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რეგიონული სამმართველოებისათვის ახალი ოფისების მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ექსპულატაციაში უკვე შევიდა შიდა ქართლისა და გურიის რეგიონული სამსახურებისათვის რეაბილიტირებული შენობები.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები