პოლიტიკა

ივნისის ბოლომდე მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღება

14.02.18 19:55


„გვესაჭიროება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კონსტიტუციასთან და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც უნდა მომზადდეს და რომელიც უნდა მივიღოთ, რეალურად, ივნისის ბოლომდე, იქნება სწორედ მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიქმნას.

„ახალი კონსტიტუცია, ახალი რედაქცია ამოქმედდება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან, მას შემდეგ, რაც ფიცს დადებს ახალი პრეზიდენტი. შესაბამისად, ჩვენ მანამდე გვესაჭიროება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კონსტიტუციასთან და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც უნდა მომზადდეს და რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენ, რეალურად, ივნისის ბოლომდე, იქნება სწორედ მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი. ამასთან დაკავშირებით შეიქმნება, ზოგადად, ჰარმონიზაციის კომისია.

ასევე, შეიძლება შეიქმნას სპეციალური კომისია მიწის კანონპროექტთან დაკავშირებით და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განვიხილავთ ამ კანონპროექტს და მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საქართველოში, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების ინტერესებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები