საზოგადოება

საგარეო უწყება სტამბოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

29.06.16 17:05


თურქეთის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქის შესაძლო დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწმდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
დავით ჯალაღანიას თქმით, საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
როგორც მინისტრის მოადგილემ თავის განცხადებაში აღნიშნა, საკონსულოსთან და სხვა უწყებებთან საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ მჭიდონტაქტზეა, „ცხელი სატელეფონო ხაზი“ მუშაობს არა მხოლოდ სტამბოლში, არამედ ანკარასა და ტრაპზონშიც.
მისივე თქმით, საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე, ვინც გამოფრენა ვერ მოახერხა, სასტუმროშია გადაყვანილი, ნაწილი კი, ავტობუსით გამოემგზავრა.რო კ

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები