საზოგადოება

საქართველოში ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

29.06.16 17:35


საქართველოს მოქალაქეებმა ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების მოთხოვნით პეტიცია მოამზადეს.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (International Energy Agency) კვლევის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალის ლიდერია, სადაც ჰაერი დაბინძურება სასიცოცხლოდ საშიშ ზღვარზეა.
გამოკითხვის შედეგებმა ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
პეტიციას, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, ხელი ექვსი ათასმა ადამიანმა უკვე მოაწერა.
საქართველოში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართაობა და ძველი ავტომობილების არსებობა სახელდება. საქართველოში არ ხდება ტექდათვალიერება, რის გამოც ქვეყანაში ბევრი ძველი და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი გადაადგილდება.
ამჟამად ტექდათვალიერება სავალდებულოა სატვირთო მანქანებისთვის, რომელთა ტვირთამწეობა 3,5ათას ტონაზე მეტია, და მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილი ავტომანქანებისთვის, რომელთა ტევადობა, მძღოლის ადგილის გარდა, რვას აჭარბებს.
ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექდათვალიერება საქართველოში 2017 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. საქართველოს პარლამენტმა კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ შესაბამისი ცვლილებები 2015 წლის თებერვალში მიიღო.


წყარო : Sputnik საქართველო  /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები