პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი - ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით უახლოეს მომავალში ისარგებლოს

06.05.16 16:00


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების - ბორის სილევიჩის და კერსტინ ლუნდგრენის ვიზიტი საქართველოში გრძელდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სტუმრებს გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

მათივე განმარტებით, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ქართველი ხალხი იმსახურებს, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით უახლოეს მომავალში ისარგებლოს.

როგორც პარლამენტში აცხადებენ, საუბარი შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ასევე, მის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესები და ქვეყანაში არსებული მედიაგარემოც მიმოხილეს და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები