მსოფლიო

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდა

12.04.18 14:45


აზერბაიჯანში გამართული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმათა 86,09% მიიღო.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ცესკო-ს თავმჯდომარემ მაზახირ პანახოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტიურობამ 74,51% შეადგინა.

აზერბაიჯანის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს 11 დღეში გამოაცხადებს და მათ დასამტკიცებლად საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგენს.

ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მიხედვით პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები