საზოგადოება

მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს

01.07.16 17:25


სომხეთის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანას ცდილობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: არსენ მარგარიანს და სერბუჰ პეტროსიანს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, ,,სადახლო-საავტომობილოს’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდათ დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროს და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები. აღნიშნული კანონდარღვევისათვის არსენ მარგარიანი და სერბუჰ პეტროსიანი საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები