საზოგადოება

საქართველოს რკინიგზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, რამდენიმე რეისი ვერ შესრულდება

04.07.16 16:05


საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 5 ივლისის 06:00 საათიდან 6 ივლისის 06:00 საათამდე იკეტება სადგურ სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი.]

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სს ”საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება შემდეგი მატარებლები:

ერევნიდან, 4 ივლისს და ბათუმიდან, 5 ივლისს ჩქარი საერთაშორისო მატარებელი №202/201 ერევანი-ბათუმი;

თბილისიდან, 4 ივლისს და ოზურგეთიდან, 5 ივლისს სამგზავრო მატარებელი №654/653 თბილისი-ოზურგეთი;

თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №852/851 თბილისი-ბათუმი;

თბილისიდან და ბათუმიდან, 5 ივლისს, ჩქარი ელექტრომატარებელი №858/857 თბილისი-ბათუმი;

თბილისიდან და ოზურგეთიდან, 5 ივლისს, ჩქარი მატარებელი №12/11 თბილისი-ოზურგეთი;

თბილისიდან და ქუთაისიდან, 5 ივლისს, ჩქარი მატარებელი №18/17 თბილისი-ქუთაისი;

ბათუმიდან და ქუთაისიდან, 5 ივლისს, მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი მატ.№683/684 ;

თბილისიდან, 5 ივლისს და ბათუმიდან, 6 ივლისს, ჩქარი ელექტრომატარებელი №860/859 თბილისი-ბათუმი;

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ მიმართულებებზე „ფანჯრის’’ პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები