პოლიტიკა

კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 17 მაისს უსაფრთხოება დაცული იყოს

15.05.18 20:40


ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 17 მაისს უსაფრთხოება დაცული იყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მზად არიან.

„ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ყველას აქვს თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან ამისთვის. ის, რომ ადამიანებს, გარკვეულ დაჯგუფებებს აქვთ თავიანთი შეხედულებები, ნორმალური პროცესია. ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ასე რომ, ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება“, - განაცახდა კახა კალაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები