საზოგადოება
15.05.18 21:15
პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „თიბისი ბანკს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს პრეზიდენტის სასახლეში ხელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მოაწერა. მისი მიზანი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის სააგენტოს, ბანკსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორები ერთობრივ პროექტებს განახორციელებენ ინოვაციური და სამეწარმეო გარემოს ფორმირების ხელშეწყობის, სტარტაპების საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო აქტივობების სტიმულირების მიმართულებებით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ტიპის ინიციატივაში სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობას. ყველა პროექტი უფრო მეტად ეფექტურია, როცა მასში ჩართულია სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორი.
,,ამ მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ უფრო მეტად გავაღრმავებთ თანამშრომლობას სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. მე მინდა ამ საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, რომელიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს ამ კუთხით და ასევე განსაკუთრებული მადლობა ,,თიბისი ბანკს”, რომელიც ამ მიმართულებით სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია. ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ კერძო სექტორისგან და პარალელურად უნდა დავეხმაროთ მას იმისთვის, რომ გვასწავლოს და ერთად შევქმნათ უფრო მეტი”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პარტნიორებმა პირველი პროექტის – „სტარტაპ კვირეული” დაწყება დააანონსეს, რომელიც მაისის ბოლოს თბილისში და ივნისის ბოლოს ზუგდიდში ჩატარდება. კვირეულის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ კავშირებს.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპ კვირეული თბილისში შეჯამდება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაიმართება სასტუმრო ,,ჰუალინგში” და რომელსაც გახსნიან და დაესწრებიან: საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24