საზოგადოება

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარია

25.05.18 16:30


საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარია.

"ენგურჰესის“ ავარიის სერიოზულობაზე, ალბათ, დღეს დღის მეორე ნახევარში შევძლებთ რომ კონკრეტული პასუხები გავცეთ. გენერაციის გარკვეულ სექტორებში წყალია შევარდნილი, შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა. მოგვიანებით გვეცოდინება ზარალის ოდენობა და რა პერიოდი დაგვჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენაზე. გუშინ სარეზერვო სისტემები გამოვიყენეთ. ასევე იმპორტი განხორციელდა, რომ სტაბილური ელექტრომამარაგება მოგვეხდინა",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც ეხება ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგებას , ქუმსიშვილის თქმით, დღის მეორე ნახევარში ექნება პასუხი, ეს რუსეთიდან განხორციელდება თუ სხვა წყაროებიდან.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები