მსოფლიო

აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი ხაზი აამუშავა

30.05.18 21:15


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტრანსანატოლიური გაზსადენის TANAP-ის გაშვებაში მიღო მონაწილეობა, რომელიც პროექტ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი ხაზია, რომლითაც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში განხორციელდება. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.

„ამ პროექტით ვქმნით ევროპის ახალ ენერგეტიკულ რუკას“, - განაცხადა ალიევმა. როგორც ცნობილია, „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ანუ ტრანსადრიატიკული მილსადენი, რომლის სიგრძე 870 კილომეტრია, დაიწყება საბერძნეთში და ალბანეთის გავლით, იტალიაში დასრულდება. ის გამოიყენება გაზის ტრანსპორტირებისთვის შაჰ დენიზი II-ის საბადოდან.

პროექტის - ტრანსანატოლიური გაზსადენის კიდევ ორი მომიჯნავე გაზსადენის პროექტი, რომელიც თურქეთზე გადის, ასევე სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი, რომელიც გადის აზერბაიჯანსა და საქართველოზე - შეადგენს „სამხრეთის გაზის დერეფანს“. პროექტის ღირებულება 40 მილიარდი აშშ დოლარია.

ევროკავშირში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება 2020 წელს იგეგმება 10 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები