საზოგადოება

ქართველი არქიტექტორი პრესტიჟულ კონკურსზე შეაფასეს

05.07.16 20:00


მსოფლიო არქიტექტორების საერთაშორისო კონკურს Architizer A+ Awards-წ თანამედროვე ქართველი არქიტექტორის გიორგი ხმალაძის ახალი ნამუშევარმა „ჟიურის სპეციალური აღნიშვნა“ დაიმსახურა.

Architizer A+ Awards-ის პრემიით დაჯილდოება უკვე მეოთხედ იმართება. ჟიურიში სხვადასხვა სექტორის 300-ზე მეტი გამოჩენილი წარმომადგენელი: არქიტექტორები და მოდელიორები, გამომცემლები, დიზაინერები და უძრავი ქონების აგენტები არიან შესული.

კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ივნისის ბოლოს ნიუ-იორკში გამართულ გალა-საღამოზე მოხდა. ჟიურის წინაშე გიორგი ხმალაძემ და კომპანია Khmaladze Architects-მა გამაჯანსაღებელი ცენტრისა და ზღვის კურორტის პროექტი წარმოადგინა, რომელიც შეკვეთილში აშენდება.

„კურორტი ფიჭვნარში, ზღვისპირეთში აშენდება. ირგვლივ არსებული მდიდარი ბუნება, რელიეფი და ზღვის სანაპიროს სიახლოვე იქნება დიზაინის საკვანძო ფაქტორი“, — აღნიშნულიაკონკურსის ვებგვერდზე.

გიორგი ხმალაძე საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილია როგორც ერთ-ერთი ლამაზი შენობის — ბათუმის „მაკდონალდის“ ავტორი.

ამ პროექტით ხმალაძემ ზემოთ აღნიშნულ პროექტში 2014 წელს გაიმარჯვა.

გამარჯვების შემდეგ ქართველმა არქიტექტორმა არქოტექტორთა წრეებში პოპულარობა მოიხვეჭა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები