საზოგადოება

სამგორის რაიონში დიდი ლილოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

05.07.16 22:00


დიდ ლილოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, საგზაო სამუშაოები დიდი ლილოს სხვადასხვა ქუჩაზე: სკოლის, აკაკი წერეთლის, არჩილ მეფის, კოსტავას და ნიავის ქუჩებზე, ასევე სასაფლაოს გზაზე განხორციელდა. დიდი ლილოს ტერიტორიაზე, ასევე, მოწყო ახალი სპორტული მოედანი. ივლისის თვეში კი ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყება.

სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრტიონთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. თბილისი მერმა და სამგორის გამგებელმა მოსახლეობას მიმდინარე პროექტები გააცნეს და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ.

“სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ვახორციელებთ მათი მიმდინარეობის მონიტორინგს. კონკრეტულად ამ დასახლებაში ხუთ ქუჩაზე გზა დაიგო, მოეწყო ორი სათამაშო მოედანი და სკვერი, რითაც მოსახლეობა კმაყოფილია.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მთელი ზაფხულის განმავლობაში განხორციელდება როგორც საგზაო, ასევე სკვერებისა და ბავშვთა სათამაშო მოედნების მოწყობის სამუშაოები. ამას გარდა კეთდება საყრდენი კედლები და მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში”- განაცხადა დავით ნარმანიამ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 1378


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები