პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში არ დგას

14.06.18 21:00


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ დგას დღის წესრიგში.

„მოქმედი პარლამენტი არის ქვეყანაში სტაბილურობის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების და რეფორმების ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ დგას დღის წესრიგში და ახლა ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. საზოგადოებამ, ამომრჩეველმა ოთხწლიანი მანდატი მოგვანიჭა და ეს ვალდებულება ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიტყოდი პირიქით, მოქმედი პარლამენტის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება ახლო მომავალში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები