პოლიტიკა

უმრავლესობის გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს

14.06.18 21:45


მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცენტრალურ ოფისში გაფართოებულ სხდომას მართავს.

მმართველი გუნდის წევრები პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე და სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ვის კანდიდატურას შეარჩევს უმრავლესობა პრემიერის პოსტზე.

უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთ კანდიდატად მამუკა ბახტაძე განიხილება.

13 ივნისს გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის, ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობაც გადაყენებულად ითვლება და მინისტრთა კაბინეტი მოვალეობის შემსრულებელი ხდება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები