პოლიტიკა

ეუთოს ელჩების დელეგაცია თბილისს ეწვევა

18.06.18 15:00


ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დელეგაცია ეუთოს 25 მუდმივი წარმომადგენლის შემადგენლობით, 18-22 ივნისს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვევა, ნათქვამია ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დელეგაცია ასევე შეხვდება პარლამენტების თავმჯდომარეებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ვიზიტის მიზანია ელჩების მხრიდან სტაბილურობის, მშვიდობისა და აყვავების მხარდაჭერის დადასტურება ეუთოს ვალდებულებებისა და პრინციპების შესაბამისად, ასევე, ამ სამიდან თითოეულ ქვეყანაში ეუთოს წარსული, მიმდინარე და პოტენციური მომავლის მხარდაჭერა.

დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნობიან არსებულ რეალიებს და გადასცემენ გზავნილებს ეროვნულ ხელისუფლებებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები