საზოგადოება

გიორგი ჩერქეზიშვილმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა

25.06.18 20:30


25 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც ბათუმში გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიმართეს.

მეზღვაურის საერთაშორისო დღე 2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ დააწესა. საქართველოში მას 2011 წლიდან ყოველწლიურადაღნიშნავენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დაცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი გემი „კადეტი“, რომელმაც კიდევ უფრო ეფექტური გახადა საზღვაო საქმის სწავლება, რადგან ამით საზღვაო პრაქტიკის გავლა აკადემიის სტუდენტებს უშუალოდ ბათუმში შეუძლიათ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდოთი, ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის მეზღვაური და მზარეული, სოსლან კაკაბაძე დააჯილდოვა, რომელიც სამი წელი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა ლიბიისარაკონტროლირებად ტერიტორიაზე.

გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა ნავსადგურის კაპიტნები - თენგიზ გადილია, ვახტანგ თავბერიძე და ნიკოლოზ ოვჩარენკო, ხოლო გარდაცვლილი კაპიტნის, შაქრო ვარშანიძის ჯილდო მის ვაჟს გადასცა. მან ასევემონაწილეობა მიიღო აკადემიის მე-4 კურსელებისთვის დიპლომების გადაცემის პროცესში.

ცერემონიის დასასრულს, აკადემიის სტუდენტებმა გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების მიზნით, ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები