ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პირველმა სატვირთო შემადგენლობამ გაიარა

25.06.18 21:00


ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პირველმა სატვირთო შემადგენლობამ გაიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეპორტი“ აზერბაიჯანულ კომპანიეზე „АзРусТранс” დაბრდნობით ავრცელებს.

პირველი ტვირთი ხორბალია, რომელიც რუსეთიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთის ქალაქ ყარსში გადაიტვირთა.

ხორბლით სავსე 12 ვაგონი რუსეთის ორენბურგის ოლქის სადგურ სარადან ჯერ ახალქალაქამდე ჩავიდა, სადაც გოგორწყვილები შეუცვალეს და შემადგენლობამ სვლა ყარსისკენ განაგრძო.

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც 2017 წლის 30 ოქტომბერს გაეშვა ექსპულატაციაში, 846 კმ სიგრძისაა, საიდანაც 504 კმ აზერბაიჯანის, 263–კმ საქართველოს და 79 კმ თურქეთის ტერიტოიებზე გადის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები