პოლიტიკა

რას ითვალისწინებს ამერიკა-საქართველოს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი

06.07.16 21:35


ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს შორის დღეს გაფორმებულ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მემორანდუმთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დოკუმენტი საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობას, შეიძინოს თავდაცვითი შეიარაღება და მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განტკიცებაზე.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის და ის მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ. ეს დოკუმენტი საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობას, შეიძინოს თავდაცვითი შეიარაღება, რომელიც საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ეს ითვალისწინებს უფო მეტ ერთობლივ წვრთნებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთ დადასტურებას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები