პოლიტიკა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს მიხეილ ბატიაშვილი დაიკავებს

12.07.18 14:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მცირე მთავრობის კონცეფციის მიხედვით, ახალ სტრუქტურაში იქნება 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

„განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი, იგი ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში. მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას.

წლების განმავლობაში გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი, აქვს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანა განათლებაში არის ხუთდონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს, სკოლამდელი განათლების, სკოლის განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და რაც მთავარია განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის ურთიერთბას. ბატიაშილი ჩვენი მხარადჭერით შეძლებს ამ მნიშვნლეოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები