პოლიტიკა
20.07.18 14:15
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პუტინის განცხადება სიახლე არავისთვის არის და ამიტომ საქართველო განაგრძობს განვითარებას და იმ პოლიტიკური კურსის გარძლიერებას, რომელიც არის ქართველი ხალხის არჩევანი.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება გარდაუვალი პროცესია და ამას კრემლი უნდა შეეგუოს.
„საქართველო განაგრძობს განვითარებას და იმ პოლიტიკური კურსის გარძლიერებას, რომელიც არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც ეფუძნება კონსტიტუციას და რეზოლუციას, რომელიც მიიღო პარლამენტმა და მთავარია, არის ჩვენი მოსახლეობის ნება. ასე რომ, ჩვენ განვაგრძობთ ნატოში, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ეს არის ჩვენი არჩევანი. ის, რაც პუტინმა განაცხადა, ნამდვილად არ ყოფილა სიახლე ჩვენთვის. მას სახელმწიფო ინტერესების განსხვავებული აღქმა აქვს, არ ემყარება ცივილიზებულ აზროვნებას, მისთვის სახელმწიფო ინტერესები არის სუსტი მეზობელი, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის არც ერთი ცივილიზებული სამყაროს გაგებაში. სახელმწიფოს უნდა აწყობდეს ძლიერი, ცივილიზებული და უსაფრთხო მეზობელი. ამ შემთხვევაში ამ განცხადებას ვიღებთ ისე, როგორც აქამდე არსებული კრემლის პოლიტიკის გაგრძელებას. ამაზე პასუხი გასცა პრემიერთან შეხვედრაზე სტოლტენბერგმა, რომელმაც განაცხადა, რომ ვერანაირი მესამე ქვეყანა ვერ მოახდნეს გავლენას გაფართოებასთან მიმართებაში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება და გავატროთ ის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც არის ქართველების არჩევანი. საქართველოს ნატოში გაწევრიანება გარდაუვალი პროცესია და ამას უნდა შეეგუოს კრემლიც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, მაშინ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დეოკუპაცია, რისი მოლოდინიც სამწუხაროდ არ გვაქვს. ამიტომ ჩვენ სწორად გვაქვს გააზრებული ზოგადი ტენდენციები, რაც შეიძლება მოდიოდეს კრემლისგან. ამასთან, ჩვენ გვაქვს მყარი კურსი და არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმ პოლიტიკოსებს, ვინც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, მოუწოდა ამ გადაწყვეტილების შედეგებზე დაფიქრდნენ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ამგვარ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, ჩვენ თანაზომიერი რეაგირება გვექნება. ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობენ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, უნდა იფიქრონ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების საფუძველი თანამშრომლობისა და ნდობის განვითარებაშია.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24