ეკონომიკა

15 წლის განმავლობაში პირველად საქართველო მაღალი შემოსავლების ქვეყნების ჯგუფში შევიდა

07.07.16 19:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველომ, მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციით, საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლა, სადაც საშუალო და მაღალი შემოსავლები აქვთ.

პრემიერმა განმარტა, რომ მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს კლასიფიკაციას შემოსავლების მიხედვით, რომელიც თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას ეფუძნება.

მიმდინარე ფასებით, საქართველოში 2015 წელს მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 3,8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 2,3%-ით მაღალია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები