პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ცესკოში წარსადგენად მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

15.08.18 18:15


საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოში წარსადგენად მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დღეს დილიდან სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერებს რამდენიმე ლოკაციაზე აგროვებს.

„დღეს ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. ვიწყებ მთაწმინდიდან, რადგნა მაინც ჩემი უბანია და ბუნებრივია, რომ აქედან დაიწყო. ვაპირებ გლდანშიც გავიდე. თბილისი არის ბუნებრივად, მნიშვნელოვანი, მთავარი თავმოყრა მაინც თბილისშია, მაგრამ ჩვენ გავდივართ რეგიონებშიც. უნდა მოვიცვათ მთელი საქართველო. არ შეიძლება, რომ ხელმოწერები მხოლოდ თბილისიდან მოდიოდეს. არ არის ძალიან ბევრი ხელმოწერა ის, რაც მოგვეთხოვება. ჩვენ ვაპირებთ, რომ მაინც 30 ათასი ხელმოწერა გვქონდეს, რომ ყველა შემთხვევაში ვიყოთ დაცული. ეს არის პირველი ნიშანი იმ მხარდაჭერის. ყველას ვთხოვ, რომ მოვიდნენ, იაქტიურონ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცესკოს 13 აგვისტოს მიმართა.

წყარო: IPN

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები