საზოგადოება

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ღვინის აღმართზე მოძრაობა შეიზღუდა

21.08.18 18:00


ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ერთი კვირით ღვინის აღმართზეც შეიზღუდა.

დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო.პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები, განახლდება გარე განათება, დამონტაჟდება ახალი მოაჯირები და დეკორატიული სანათები.

პროექტის განხორციელების მიზნითდედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები კიდევ ორი თვე გაგრძელდება.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები