მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი დაასახელა

03.09.18 18:30


სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის მაისში, ან ივნისში ჩატარდება.

"მაქსიმუმ მაისში, ან ივნისის პირველი 10 დღის განმავლობაში სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს“,-აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ამჟამად ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის შედეგად პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა შეიძლება დაითხოვონ.

სომხეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ დოკუმენტის პროექტი უახლოეს დროში პარლამენტს განსახილველად გაეგზავნება, ამის შემდეგ კი, პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყება.

„ამჟამინდელი კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის დასათხოვად პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. მაგრამ დღევანდელი ვითარება ისეთია, რომ სომხეთის მოქალაქეებს გარანტია სჭირდებათ, რომ ისინი არ გახდებიან იძულებული კვლავ მოახდინონ რევოლუცია. უნდა ვიყოთ დარწმუნებული, უნდა გვქონდეს გარანტიები, რომ ანტისახალხო ქმედება არ მოხდება“,-განმარტა ნიკოლ ფაშინიანმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები