პოლიტიკა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

19.09.18 15:20


საქართველოს პარლამენტში მუშაობა დაასრულა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომამ, რომელიც ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა თამარ ხულორდავამ და საჯად კარიმმა შეაჯამეს.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმა საქართველოს პარლამენტისთვის და ჩვენი კოლეგებისთვი სევროპარლამენტიდან იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ქმედითი და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობისგან ხორციელება”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მიესალმება მუდმივად გაღრმავებად თანამშრომლობას, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ურთიერთობები, რომლებიც კიდევ უფრო ღრმავდება.საქართველოს ხელისუფლებას არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმების განხორციელების დანაკისრი საერთო პრიორიტეტების შესრულებაზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა, არამედ ისმიზნად ისახავს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას”, – განაცხადაკომიტეტის თავმჯდომარემ. მისი განცხადებით, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ, ცალსახად აფიქსირებს მის პოზიციას, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ევროპული პერსპექტივა და ტრადიციულად ეს ჩანაწერიც არის რეზოლუციის საბოლოო განცხადების ტექსტში, რომელიც კომიტეტმა ორდღიანი მუშაობის შედეგად მიიღო.

თამარ ხულორდავამ განაცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს არამხოლოდ აქტიური პოლიტიკური ურთიერთობა, არამედ მზარდი ეკონომიკური და სავაჭროკავშირები, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობისშეთანხმებას ეფუძნება.

კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ აისახა საქართველოს სუვერენიტეტისდა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ ევროპარლამენტს გადავუხადოთმადლობა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის მიღებაში გამოიხატა.

განცხადების ტექსტშიმივესალმეთ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ,სადაც ჩაიწერა მკაფიო მოწოდება საერთაშორისო პარტნიორებისადმი, რომ საქართველოსდაეხმარონ განხორციელდეს მართლმსაჯულების აღსრულება იმ პირთა მიმართ რომლებიცსაქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადიან მძიმე დანაშაულებებს, ადამიანის უფლებების უხეშდარღვევაში არიან ბრალდებული და მსჯავრდებულნი და რომლებიც შეყვანილი არიანოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტის ძალიანმყარი მხარდაჭერა”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები