საზოგადოება

ქართველმა მეცნიერებმა ევროკავშირის ორგანიზებულ კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვეს

20.09.18 13:45


“ევროკავშირის 30-ე კონკურსი ახალგაზრდა გამომგონებლებისათვის” დასკვნითი ცერემონიალი 2018 წლის 18 სექტემბერს დუბლინში ჩატარდა. საქართველოს წარმომადგენლებმა კონკურსში მე-3-ესაპრიზო ადგილი მოიპოვეს.

საქრთველოს კონკურსში წამყვანი ადგილის მოპოვება მიულოცეს კონკურსის ორგანიზატორებმა და მასპინძლებმა. საქართველოს დელეგაციას კონკურსზე წარმოადგენდნენ: მარინა გუჯაბიძე, შორენა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვა, ევა ხუხაშვილი, თამარ მიქელაძე, ნინო ხუნძაკიშვილი, ანი თეთრაშვილი და მარინა გვიმრაძე – ჯგუფის ხელმძღვანელი.

კონკურსი გახსნა ირლანდიის პრეზიდენტმა მაიკლ ჰიგინსმა. საპრიზო ადგილის მფლებელებს სიგელები გადასცა ირლადიის უმაღლესი განათლების მინისტრმა მერი მიტჩელ ო კონორმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 38 ქვეყნის 139 წარმომადგენელი. კონკურსი ტარდება ევროკომისიის ეგიდით და მასში მონაწილეობენ ახალგაზრდა გამომგონებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები