პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

09.05.16 15:00


საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე და ჩვენ ქართველებმა, რაოდენობრივად პატარა ერმა, შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ საქართველომ და ქართველებმა შეიტანეს. ყველას გილოცავთ ამ დღეს!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირი ვაკის პარკში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და ადმინისტრაციის სხვაწარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები