მსოფლიო

ნიუ-იორკში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

24.09.18 15:15


26 სექტემბერს, ნიუ-იორკში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით 26 სექტემბერს ნიუ-იორკში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის ელმარ მამედიაროვის შეხვედრა გაიმართება“, - განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხზე მუშაობს. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები რუსეთი, საფრანგეთი და აშშ არიან.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები