საზოგადოება

უცხოეთიდან ქართულ სასწავლებლებში გადმოსულ სტუდენტებს ზოგადი უნარების ჩაბარება მოუწევთ

16.10.18 11:00


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთიდან ქართულ სასწავლებლებში გადმოსულ სტუდენტებს, ზოგადი უნარების ჩაბარება მოუწევთ. უწყების ცნობით, ეს ცვლილება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და სურთ მობილობით გადმოსვლა საქართველოს სასწავლებლებში. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

საზღვარგარეთიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსული სტუენტებისთვის მობილობა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და ზაფხულზე გამოცხადდება.

გამოცდა წელიწადში ორჯერ ელექტრონული ფორმით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ჩატარდება. გამოცდაში მონაწილეობის მიღება 100 ლარი ღირს.

ცვლილება არ ეხებათ მათ, ვისაც ერთიანი ეროვნული გამოცდები აქვს ჩაბარებული და უცხოეთში სწავლა შემდეგ გააგრძელეს.

სამინისტროში ამბობენ, რომ ცვლილების მიზეზი შემდეგი გარემოება გახდა: სტუდენტების ნაწილი გამოცდების ჩაუბარებლად ირიცხებოდნენ საზღვარგარეთის სასწავლებლებში, იქ ხშირად არ ან ვერ სწავლობდნენ და საქართველოში უპრობლემოდ გადმოდიოდნენ. აქაურ აბიტურიენტებთან შედარებით კი ისინი არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ.

„გარდა ამისა, იყო კორუფციის საშიშროება. გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ ადამიანები უგამოცდოდ ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ახლა ეს ასე აღარ არის.

სავალდებულო გახდა, იქ სწავლების და ცხოვრების დადასტურება დოკუმენტურად და ასევე, ასეთ სტუდენტებს ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარებაც მოუწევთ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები