პოლიტიკა

საჯად კარიმი: საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია

16.10.18 16:50


მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომლის ფარგლებშიც შევეხეთ ყველა რელევანტურ საკითხს, მათ შორის ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მიერ მიღწეული უდიდესი პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე.” – განაცხადა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა საჯად კარიმმა, ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.

ევროპარლამენტარის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას, ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც როსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავს მიეძღვნა და დაგმობილი იქნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

საჯად კარიმმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტი უზრუნველყოფს ევროკავშირის დანარჩენი ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების მთავრობებისა დ პარლამენტების მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას. „შეხვედრის ფარგლებში ასევე ვისაუბრეთ ვიზა-ლიბერალიზაციაზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიღწევაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ასევე აღვნიშნეთ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მიმდინარეობს ადექვატური გამკლავება. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა იმ პრობლემატურ საკითხებთან დაკვშირებით, რომლებიც ვიზა-ლიბერალიზაციის შედეგად გაჩნდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლეები საგრძნობლად შემცირდა.” – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები