საზოგადოება

„საქართველოში წელს რეკორდული რაოდენობის მოსავალი მივიღეთ“

19.10.18 15:30


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის რთველი შეაჯამა. მინისტრმა ჟურნალისტებს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგები გააცნო.

დარგში წინსვლა სახეზეა – გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია ახალი და გაფართოებული ღვინის ძველი საწარმოები, ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს.

„საქართველოში წელს რეკორდული რაოდენობის მოსავალი მივიღეთ; რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მოსახლეობამ 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ასევე რეკორდულია ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემები. 2018 წლის დასასრულისთვის, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლამდე ღვინის ექსპორტის განხორციელებას ველოდებით. ეს არის გარკვეული ეტაპის დასასრული ქართული ღვინის სექტორის განვითარებაში. 2019 წლიდან, მომავალი 5 წლისთვის ჩვენ გვაქვს ახალი მიზნები და ამ ახალი მიზნების მისაღწევად ყველა წინაპირობა უკვე შექმნილია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები