პოლიტიკა

მარშის წევრები და მათი მხარდამჭერები უცხოელებს იუსტიციის სახლში არ უშვებენ

10.12.18 17:05


ძალადობრივი მოძრაობა ქართული მარშის წევრები და მათი მხარდამჭერები უცხოელებს იუსტიციის სახლში არ უშვებენ და ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებენ. ისინი ამბობენ, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე არცერთ უცხოელს იუსტიციის სახლში არ შეუშვებენ, რათა მათ მიწა არ დაირეგისტრირონ.

„უცხოელებს ერთი კვირის განმავლობაში არ ვუშვებთ. ჩვენ ქართულ მიწებს ვიცავთ, ჟურნალისტები პროვოკატორები ხართ.“ - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ისინი იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა. ისინი იუსტიციის მინისტრს მოუწოდებენ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და "ქართული მიწების" გაყიდვა არ დაუშვას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს "სრულიად ქართული საზოგადოების მოთხოვნაა" და მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში აჯანყებით იმუქრებიან.




წყარო : /www.tabula.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები