საზოგადოება

ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ ინფორმაციაა ატვირთული

11.12.18 15:00


ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა 3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის; დაბადების დღის, თვისა და წლის შეყვანა და უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის „მე არ ვარ რობოტი“ მონიშვნა.

„აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი თავის მონაცემებს იპოვის, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება. ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ და სს „იშბანკი საქართველო“.

პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები