საზოგადოება

თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

28.12.18 14:50


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის დასაქმებას ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული მოქალაქისგან თანხის (5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები