პოლიტიკა

ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრა

10.01.19 18:00


იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრა, სადაც 11 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შვედეთიდან და იტალიიდან წარდგენილ კანდიდატებს გაესაუბრებიან.

დღის წესრიგის თანახმად, სხდომის მონაწილეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე ასარჩევი კანდიდატურების შეფასების კრიტერიუმების სახელმძღვანელო პრინციპებზე იმსჯელებენ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები